ბედნიერული პოსტი ^__^

დღეს, ჩემს ცხოვრებაში დიდი ნაბიჯი გადავდგი, ჩემთვის სასარგებლო. ალბად მეათასედ დავრწმუნდი, რომ ადამიანს რაც აინტერესებს, ის უნდა აკეთოს, რაც ეხალისება და რაც სიამოვნებას ანიჭებს ^__^

რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ უნდა ვეცადოთ პრობლემები დავივიწყოთ, ცოტა განვიტვირთოთ. ყველაფერი ისე რომ ხდებოდეს, როგორც გვსურს,  ცხოვრება ნაკლებად საინტერესო გახდებოდა.

მე უბედური ვარ მაშინ, როდესაც იძულებული ვარ წავიდე მათემატიკაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მასწავლებელი ძალიან კარგი ადამიანია და სულ ცდილობს გამამხიარულოს და სტიმული მომცეს სასწავლად, მაგრამ :შენცარმომიკდესმაილი:  რაც შენთვის არაა განკუთვნილი, არაა! აღარ სჭირდება იმას მეტი ლაპარაკი.  ის საათნახევარი, როდესაც მათემატიკაზე ვმეცადინეობ, ჩემთვის სახსრების მტვრევაა.  რაზე არ მიფიქრია, ჩემ მეზობელ ვალიკოზეც კი, ოღონდ დრო როგორმე გამეყვანა.

ჰოოდა ახლა უბრალოდ მიხარია, იმიტომ რომ გადასარევად ვარ, უბრალოდ ამის თქმა მინდოდა, რომ ძალით გაკეთებული არაფერი ვარგა. მახსოვს ამას მამა რომ ეუბნებოდა დედას, როდესაც ცეკვაზე სიარული არ მინდოდა და ჩემი აზრით მართალია …

შეეცადეთ ის აკეთოთ, რაც გაინტერესებთ და რაც სიამოვნებას განიჭებთ…

ხო და კიდევ, ჩემმა მეგობრებმა არ იციან ეს ამბავი(რამდენიმეს თუ არ ჩავთვლით), ჯერ საიდუმლოა.  ვიცი, რომ ზოგს ძალიან გაუხარდება, ისევე როგორც მე გამიხარდა ^__^ :მეგობრისგანგადმოდებულიინტრიგისმატარებელისმაილი:

 

“აქ სულ სხვა ცაა,თვალებს ამ ცით ევსებათ ფსკერი…”

ვიცოდი რომ ადრე უნდა ავმდგარიყავი და წინ დიდი  მანძილი მქონდა გასავლელი ჯერ ტრანსპორტით(ეს უფრო დამღლელია) და შემდეგ უკვე ფეხით. აქედან გამომდინარე ადრე თუ არა, 12 სთ.-ზე მაინც უნდა დამეძინა, მაგრამ რა დამაძინებდა, რა მომასვენებდა, როდესაც ვიცოდი, რომ მეორე დღეს  ყაზბეგისკენ მექნებოდა სვლა.  ბევრი კი ვეჭიდავე უძილობას, მაგრამ მაინც გვიან დამეძინა.
დილას ჩემ მაღვიძარას დიდხანს რეკვა არ დასჭირდა(როგორც სჩვევია ხოლმე) პირველი ზარი და ჩემი წამოხტომა ერთი იყო.   მოვიკიდე ჩემი საყვარელი და ერთგული ჩანთა და დიდუბისკენ ჰერი-ჰერი…
ჰოო, აიი მეტროში ჩასვლა კიდე ცოტა მძიმე  და მტკივნეული თემაა ჩემთვის, როდესაც იქ ჩავდივარ დიდი ჩანთით და გაბრწყინებული თვალებით,  ყველა მე მიყურებს და ვკომპლექსდები, მგონია რაღაც დავაშავე. იმ მომენტში მგონია ეგრე, თორე ახლა რომ ვუფიქრდები ალბათ ფიქრობენ, დაეტიოს სახლში, რა ძალა ადგას, სად მიდის, რომ მიდის, ვინ ექაჩება ნეტაო.

მე მესმის ასეთი ხალხის.  კი, რატომ უნდა დაიღალო თავი, როდესაც შეგიძლია უქმად გაატარო მთელი დღე, არ დაიღალო.  ან ხომ შეიძლება სახსრები არ გქონდეს ლაშქრობაში წასასვლელად, უბრალოდ არსებობს რესტორნები, სადაც შეგიძლია 24 სთ. იყო, თავი არ გამოყო და  ადღეგრძელო შენი სათაყვანებელი სამშობლო, წინაპრების ამაგი და მადლი ხომ უნდა დაფასდეს გაძღომაში და სასმლის განუსაზღვრელად დალევაში კაცოუ. აბა უმწვადოდ, უქაბაბოდ და ღვინით ჩასკდომის გარეშე „რაა მამული?“  იმ თანხის ნახევარს, რასაც ამ ყველაფერში ხარჯავ, ან უფრო ნაკლებსაც კი, როგორ მოახმარ ლაშქრობაში წასვლას?   ამ საზიზღარ და „ხაშლამურ“  ცხოვრების მქონე ხალხზე წერას აღარ გავარგძელებ, არ მინდა ამ მავნე თემით დავტვირთო ჩემი პოსტი, არადა მართლა მტკივა ეს ყველაფერი.

ხოდა მივაღწიე დიდუბემდე , დამხვდნენ ბექა და დავითაუ, თამრომ დააგვიანა.  აქედან გამომდინარე ცოტა გვიან გავედით თბილისიდან.  გზაში რა თქმა უნდა მხიარულება სუფევდა.მაგრამ ბექას გაუჩერებელ სიცილს საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენებურად მაინც ვერ ვიცინეთ, ბოლომდე ვერ გავიხსენით. რა იცი რა ხდება, მაინც მოხევეები არიან, არ გადაგვყარონ შუა გზაშიო, მძღოლი მაგარს გვისერიოზულებდა :D სიცილთან ერთად განუყრელი ნაწილი “კუბეტია.“

3 (ცოტა მეტ)სთ.-ში  აჩხოტის შესახვევთან ჩავედით, მოვიტეხეთ თონის ლობიანები და გავუდექით სნოსკენ მიმავალ გზას.  მეგონა სიცივე იქნებოდა და სულ თბილი ტანსაცმელები წავიღე,  არადა მზე მაჭერდა, თან რომ დავდიოდით დაგვცხა.  არა, განა მთლად გაზაფხული იყო, როგორ გეკადრებათ, იმხელა თოვლი იყო მთებზე  ^__^       სნოში შევისვენეთ და წყალი დავლიეთ . შემდეგ გავუდექით სოფ. კოსელი-ახალციხისაკენ მიმავალ გზას. გზად „ფუნთუშა“  ძაღლები გვეგებებოდნენ.

სოფ.ახალციხეში შევისვენეთ ფორთოხალი მივირთვით, რომელიც თამრომ გათალა. ირგვლივ ძალიან ბევრი ბაყაყი გვახლდა, წარმოვიდგინე ზაფხულში რა ამბავი იქნებოდა.  იყვნენ ასევე ჩემს თვალში „ტყუპი“ ბაყაყები.  :D

ჰოოო აიი სოფ. კარკუჩას რომ მივაღწიეთ, ვნახეთ წაქცეული ტრაფარეტი, რომელიც გვასწავლის რომ გზა სოფ. ჯუთისკენ მიემართება.  ვარჩევდით სიმღერას  „კარკუჩით ჩამაიყვანეს“  იყო მოსაზრება რომ თმიანი ხალხიაო, მაგრამ მე შევუსწორე თანამოლაშქრეს, რომ ლამაზი თმის მქონე ქალები არიან თქო.   იქვე დავტოვეთ ჩანთები და სულ ტყუილად, უბრალოდ, უაზროდ გავყევით ჯუთისკენ მიმავალ გზას, გავისეირნეთ.  ფეხები გვერჩოდა :D

           

მერე ისევ გამოვისეირნეთ, დავუბრუნდით ჩვენი ჩანთების მდებარეობას, ამოვიღეთ საჭმელები. ჩემს წინ ეს საყვარლობა იყო.

ზუსტად აღარ მახსოვს რომელ სოფელში, უფრო სნოში ალბათ ბექა ჩამოგვრჩა. ჰოოდაა 2 წუთის შემდეგ გავიხედეთ უკან და გაუჩერებია მანქანას, წამოუყვანია ეს ოხერი და ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა , ^__^ ჯერ მხოლოდ ის რომ ჩანთები მოვიხსენით და მერე გზას რომელსაც ალბათ 2 სთ-ში გავივლიდით, 10 წუთში გავიარეთ, გზაში რა თქმა უნდა მაიმუნობა, აბა ისე როგორ და მივედით სტეფანწმინდამდე.  მე რაც ის  კაცი ვლოცე  არ ვიცი რაა, რამდენ თაობამდე გაჰყვება. ჰოო <3 მეორედ ვიმგზავრე ავტოსტოპით თან ^__^

ჩვენი ბოლო დანიშნულების ადგილი გერგეთის სამებამდე ასვლა იყო. ჰოოდაა, იქ შესახვევში, ცოტა ხანს დავჯექით და მივხვდით რომ დაღლილები ვიყავით და გვეძინებოდა, მაგრამ ეგრე სადაა? :დ  კიდევ ძალიან მაგარმა, თვალხატულა  მოხევე ბალღებმა ჩაგვიარეს, ოღონდ ეს გოგოები იყვნენ.  მათი დაფიქსირება ვერ მოვახერხე, პირველ ჯერზე გადავიღეთ, მაგრამ სხვა ფუნქციაზე მქონდა დაყენებული ფოტოაპარატი, ბუნდოვნად სჩანს  და მერე, რომ მოგვიახლოვდნენ ნაგლურად ხომ არ გადავუღებდით, ვთხოვეთ, მაგრამ უარი გვაჯახეს.

 

გავუდექით გზას, უკვე დაბნელებულიყო.  მოხევე  ბიჭებმაც ჩაგვიარეს, ჩემმა ტოლებმა, ჭკუაზე რომ არ არიან აი ისეთებმა, კაცობა რომ ბევრი ბლატაობა ჰგონიათ.  აშკარად  ქალაქის გავლენა შევატყვე მიხრა-მოხრაზე, სიმღერა: „ზეცას შახენეო აპარეკა“-თი ჩაგვიარეს და რაღაც უაზრო კომენტარებით, რომლებიც არ გამომრჩენია, არ მომეწონა და ვიფიქრე, მეორედ რომ სადმე შემომხვდნენ, თავს გავუხეთქავ თქო.   ამას იმიტომ ვწერ, რომ  განა ასეთი რამ პირველად დავინახე, არა რამდენიც გინდა, უბრალოდ ყველაზე მეტად მთიელებისგან მწყინს და გულს მტკენს ასეთი არა შესაფერისი საქციელი. მაგრამ ისინიც ალბათ ჩემსავით ქალაქის ბინძური ჰაერით ნაყლაპი და მოწამლული მთიელები იყვნენ,  სადღაც გულის სიღრმეში რომ აქვთ მთის სიყვარული და გაღვივება სჭირდებათ, თბილისელი მეგობრების გადამკიდეთ დავიწყებიათ  ან ზოგ შემთხვევაში არც გაუგიათ და არც აინტერესებთ თავიანთი წინაპრების ამაგი. სოფლელობა და გლეხობა ხომ ე.წ გოიმობაა, სამაგიეროდ  მუხლებამდე ჩაზნექილი შარვალი და მეტროში სათვალეებით სიარული საამაყოა .  მთავარი ეგ არის.   ახლა კი ვატყობ რომ ვაჭარბებ, შეიძლება არც იყვნენ საერთოდ მთიელები და უბრალოდ ჩასულიყვნენ, ან მე მომხვდნენ თვალში ცუდათ.

გზა იყო მოყინულ-თოვლიან-ტალახიანი.  თავიდან კეტებით და ბოტასებით  ვუმკლავდებოდით, რა ვიცოდით წინ რა „გზატკეცილი“ გველოდებოდა, თან მე სამხედრო ბათინკები მქონდა, რომლებიც ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ დიდი მაქვს და საკმაოდ მძიმეებია, მერჩივნა ისევ კეტებით მევლო, აი ისეთებით  თვლის ზოგი“ ალლ სტარი“ რომ აქვს წარწერა და ვითომ ორიგინალები რომაა, არადა სუპერ წებოთი რომაა ჩაწებებული, ყოველ წამს ველოდი რომ ფეხზე შემომაკვდებოდა. :ჯანდაბასმაილი:

ალბათ ფიქრობთ რა ძალაა ედგა, ნორმალური ფეხსაცმელები ჩაეცვაო, მაგრამ ჩემი ბრალი ნაღდად არაა, მეგონა ისეთი თოვლი იქნებოდა რომ სულ ბათინკებით სიარული მომიწევდა და ის კეტები თბილისში წამოსვლისას უნდა ჩამეცვა. ვისაც გაინტერესებს, მაქვს მეორე, მართლა ორიგინალი „ალლ სტარები“, რომლებმაც ხევსურეთში 5 დღე გამიძლო და უმეტეს ლაშქრობებში.  დარწმუნებული ვარ აქაც გამიძლებდა კი არა, სულ  თავისუფლად მატარებდა. თუმცა  რაში გაინტერესებთ:D  ჰოოდაა როგორღაც დავდიოდით ამ ბოტას-კეტებით, მაგრამ წინ ისეთი ტალახი იყო, რომ სჯობდა გამოგვეცვალა და პირადად მე ამეტანა ტიალი ბათინკები.  ჰოოდაა, სანამ ჩვენ ვიცვლიდით, ბექა ერთობოდა.

ჰოო რომ ჩავიცვით,  დავითაუმ ძალიან კარგად თქვა,  ტანკში მგონია თავიო. ახლა ძალიან მეცინება და იქ მართლა ასე მეჩვენებოდა.  გზა ძალიან გაგვეწელა, მართლა დავიღალე, ცოტა ვიწუწუნე კიდეც.  მე და თამრო ხელჩაკიდებულნი ავდიოდით,  რადგან ფეხი გვისრიალებდა.  ორი თამარის ძალა სულ სხვააო.  დაღლილობისგან მოვკეტე, აღარ ვხმაურობდი, როგორც მჩვევია.  ჰოოდაა უკვე ბოლო აღმართი იყო და ფინიიიშ ^__^
ეგ ფინიში გვეგონა, თორე იქ იყო რაც იყო, რადგან მაღლა ცივი ქარი ქროდა:ზაალუდუმაშვილისმაილი:, სიარული აღარ შემეძლო, ფეხები ისე გადამიტყავეს  „ტანკებმა.“  მაგრამ აბა რას ვიზამდი, თუ სიარულს ვერ გავაგრძელებდი რაღას მივდიოდი საერთოდ. თავს ძალა დავატანე წამოვდექი და განვაგრძე გზა, განა რაღა იყო დარჩენილი. უბრალოდ კარვის გასაშლელად უნდა მოგვეძებნა ნორმალური ადგილი.

ხო ღამეა რა, დაახლოვებით 10 სთ. და ხო არაფერი ჩანს, ჰოდა ნორმალური ფანარიც არ გვაქვს, რომ გავანათოთ, ვარსკვლავების და ტელეფონების შუქის იმედზე ვართ რა. წარმოიდგინეთ როგორია შუა ღამეს, ქარბუქში, ტელეფონის შუქზე გაშალო კარავი.  მაგრამ ბიჭების, განსაკუთრებით დავითაუს(არ შემიძლია არ აღვნიშნო) წყალობით მოხერხდა როგორღაც, ჰოო კიიდევ  ჩემი ფანრიანი ნოკიაც გამოგვადგა, მაგრამ სამწუხაროდ სულ ვკარგავდი და იმის ძალაც არ მქონდა დავხმარებოდი კარვის გაშლაში :D

ის კი არა, ვიყინებოდი და ჩაცმაც არ შემეძლო. მერე, პატიება ვითხოვე ჩემი დიაცური საქციელისთვის და 3 თბილი ზედა ჩავიცვი  და კიდე სამხედრო დიუუდიი ქურთუკი და თითქოს გავთბი, ჯერ ისე სათანადოდ არ ციოდა. კარავში რომ შევეკვეხე სქელ-თბილი  წინდებიც  ჩავიცვი.  მიხაროდა რაღაცნაირად…

ჩვენი კარავი ექსტრემალურ ადგილას იყო გაშლილი. ორ ნაბიჯში კარგად, გემრიელად გადაეშვებოდი. ერთ დაუფიქრებელ, მითუმეტეს ჩემებურ, ბატურ  ნაბიჯსაც არ გაუჭირდებოდა ეს ბედნიერება.

თვითონ შიგნით, კარავშიც საკმაოდ მძიმე ვითარება სუფევდა. ჩანთები, საძილეები, პარალონები , ტანსაცმელი და საჭმელები ერთად ეყარა. არა, განა სულ ეგრე იყო. თავიდან თორე , მერე მივალაგეთ და მხოლოდ საჭმელები დავტოვეთ. ბევრი არც გვიჭამია, ბექას თუ არ ჩავთვლით, კი გადაჭამა ყველაფერი.

ჰო მე კიდე მწუხარედ ვთქვი, რომ ბარამბოს კანფეტების წამოღება დამავიწყდა და ჩემ ქურთუკის ჯიბეებში, რომ ჩავყავი ხელები და მოხდა საოცრება. ჯერ კიდევ შარშანდელი, აგვისტოს დასაწყისში რომ ვიყავი ხევსურეთში და წვიმას რომ მოუწია და ქურთუკი ჩავიცვი, ჩამიყრია ჯიბეში, გამომადგება თქო.  მაგრამ რა ვიცოდი თითქმის ერთი წლის შემდეგ თუ გამომადგებოდა, თან ყაზბეგში.
ჰოო აიი უკვე ყველას რომ გვეძინებოდა, მაგრამ ამ დროს მე რომ არ მეძინებოდა, ის იყო ცუდი.  თამრო, ბექა და დავითაუ რომ „მიკნუტულიყვნენ“  ჩემმა ფიქრებმა იდინეს,  ბევრ რამეს გადასწვდნენ. თვითონ ფიქრებიც  ექსტრემალური გამაჩნდა, ისევე როგორც კარვის მდებარეობა. ისეთი ქარი იყო, რომ ფაქტიურად მცემა.
აიი ისეთი , ძვლებში რომ გამტვრევს და სმენას გიხშობს. ვცდილობდი განწყობა შემექმნა, რომ არ მციოდა. ნაწილობრივ გამომდიოდა კიდეც, თან სახეზე  კაშნი მქონდა შემოხვეული, კიდევ ქუდი და მხოლოდ თვალები მიჩანდა. ასეთი ჩაცმულობის გადამკიდეს,  სირცხვილიც იყო და ქალაჩუნობა გამოვიდოდა რომ შემცივებოდა.
ჰოო კიდევ იმაზე ვფიქრობდი რაოდენ ბედნიერნი  არიან ის ადამიანები, ვინებიც აქ ცხოვრობენ და მათი ალაგი ზამთარ-ზაფხულ აქ არის. ნეტა ჩამახედა მათ გულებში. ისინი არ ჰგვანან ჩვეულებრივ ადამიანებს.  სულ სხვანაირად სუფთა და ალალი გული გააჩნიათ. სულიერად დამშვიდებულნი არიან და მათთვის (ალბათ), მეორე ხარისხოვანია მატერიალურ  საკითხებზე ფიქრი.  ხალხი ერთმანეთის მიმართ უფრო თბილად და მეგობრულადაა განწყობილი. მკლავდა იმაზე ფიქრი რომ „ხვალ“ ისევ თბილისში დავბრუნდებოდი და ისევ  ამოყირავდებოდა  ჩემი სამყარო.   ისევ უნდა მეყურებინა  ხალხის უმეტყველო, არაფრის მთქმელი თვალებისთვის.    ამაზე ფიქრი არ მიყვარს ყველაზე მეტად მთაში.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ჰოო დავხედე საათს . 12 იყო, მივულოცე ხალხს , ვცდილობდი დრო როგორმე გამეყვანა და არ მეფიქრა, რომ შემცივდა.  ეკლესიიდან ზარების რეკვა ისმოდა.  გულის სიღრმეში მიხაროდა, კი არადა მსიამოვნებდა ეს ხმა. დამნაშავეც ვიყავი, რომ ეკლესიაში არ ვიყავი ამ დროს  და ღირსიც ვიყავი ქარის.  უბრალოდ მართლა ძალიან დავიღალეთ,  ლიმიტამოწურულები.

დრო რა თქმა უნდა ნელა გადიოდა.
ამეკვიატა  თენგო ავსაჯანიშვილის ლექსი:
„ხევში კვლავ არსებობს ძველი წეს-ადათი..“ და კიდევ „წამოდი მთაში, ოღროჩოღროს გავუყვეთ ბილიკს“
მაგრამ ვერცერთი გავიხსენე თავიდან ბოლომდე .

მეორე დღეს გეგმაში დარიალის მონასტრის მონახულება გვქონდა. მივხვდი რომ ცოტა უნდა დამესვენა და დამეძინა.  5 სთ.-ზე დავიძინე.   მაგრამ 1 სთ.-ში ჩემმა მაღვიძარამ დამირღვია ჰარმონია.
-„აუუ ჩემი!“ და სასწრაფოდ გავთიშე.
მაგრამ მაინც ვინ გაცალა. 1 სთ-ში დავითაუმ გინდა თუ არა ადექითო, არ გვაცალა. ბევრი ვიწუწუნე, მაგრამ მაინც ვერაფერს გავხდი.

ესეც ხედი ჩვენი კარვიდან ^__^

მესიკვდილებოდა გადატყავებულ ფეხზე ბათინკების ჩაცმა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.

ჰოოდაა მაგარი ქარი იყო,  ისევ ნინძასავით ვიყავი შეფუთული. მზეც იყო, უბრალოდ ქარს ვერ ერეოდა სათანადოდ.

ცოტა ვჭამეთ. მერე ეკლესიაში ავედით, მაგრამ სამწუხაროდ დაკეტილი იყო.
მე ხომ ყოილები მიყვარს და ვეძებდი, ვეძებდი და რომ ვნახე ისე გამიხარდაა ^__^

ნელ-ნელა დავეშვით და ცოტა დაბლა რომ ჩავედით ქარი საერთოდ აღარ იყო და ძალიან დაგვცხა, სასწრაფოდ გავიხადე ჩემი ჯართები. ვეღარ დავდიოდი ფეხები ისე მტკიოდა,  მეკეცებოდა მუხლებში  :D  ჩემ მხიარულებას მაინც ვინარჩუნებდი, ზოგგან თოვლი მუხლებამდე იყო.

როგორღაც ჩამოვედით სტეფანწმინდამდე.  მე რა თქმა უნდა დავიწვი ^__^  თუმცა სულ არ მადარდებდა, ახლაც არ მადარდებს. იქვე ჩამოვჯექით კარგად, გამოვიცვალე ფეხსაცმელები. ჰოო ისე , ჩემი ფეხების გახსენება საერთოდ არ მინდა.
მე დარიალში წასვლა გადავიფიქრე. ჯანზე რომ ვყოფილიყავი, მაინც ვერ წავიდოდი, რადგან გატაკეტილი იყო გზა, გაფუჭებულიყო  რაღაც მონაკვეთი.

ასეთებიც იყო:

ბექა თავის მოხევე მეგობარს ელოდებოდა, რომელმაც შემდგომ ალ.ყაზბეგის სახლმუზეუმის ეზოში  სკამი ჩატეხა, ისეთ ჯანზე იყო. :D  მე და თამრო ვერთობოდით და ფოტოებს ვიღებდით.

ჰოო რავიი მეერე რავი, ძალიან დავიღალეთ, აღარსად წასვლის თავი არ გვქონდა.

ეს ფოტო მომწონს და:

ესეც ოთხივე ერთად ჰეფფი ^__^

ჰოოოდაა 3-ის ნახევარზე გამოვყევით იქედან  „მარშუტკას“ რომლის მძღოლმაც გამაოცა თავისი გემოვნებით, ისეთი კარგი სიმღერები ჰქონდა ჩართული. „წყაროზე ჩაგიყვანს“ და „აყვავებულა არაგვზე დეკა“-ს თუ არ ჩავთვლით :D
გზაში მეძინა, მაგრამ კომფორტულად ვერა.
ჰოოდაა დავუბრუნდი ისევ თბილისს და ვარ რა.

“ძრუალმიხარისხევჩ(შ)იწასვლა” პოსტი

საუკუნე აქ არ შემოვსულვარ, დიდი მოტრფიალეც არ ვარ აქ ჯღაბნვის, ხან რა შემეშლება, ხან რა. არ მინდა დამცინონ :D

გუშინ მეგობარმა ბლოგის მისამართი მთხოვა და ვუთხარი რომ კაი ხანი არაფერი გამომიქვეყნებია . ჰოდა დღეს ძალიან ბედნიერი ვარ.

თუ რამ გამოიწვია ჩემი ასეთი სიხარული, ისეთი რომ აქ შემომიყვანა და პოსტს მაჯღაბნინებს, როგორმე მოვყვები, ვიცი ამას ბევრი არც წაიკიხავს,  მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი, მაგრამ მთავარია,  ბავშვები იყვნენ კარგად ^_^

ე.ი დაახლოვებით 2-3 კვირის წინ დაიგეგმა  შაბათ-კვირას (ახლა რომ მოდის აი მაშინ, 14-15 აპრილი)  ყაზბეგჩ(შ)ი, ხევჩ(შ)ი  წასვლა, უფრო აღდგომის პონტში, გერგეტის სამებაში ასვლა და რა თქმა უნდა დანარჩენი სოფლების მონახულება. მე ნამყოფი ვარ  გერგეტში გერგეთობას და კიდევ სოფ. არშაში ^__^ მაგრამ მაშინ, როდესაც ვიყავი ჩემ თავს პირობა მივეცი რომ თუ ცოცხალი ვიქნებოდი აუცილებლად ავიდოდი კიდევ და უკეთ დავათვალიერებდი ყველაფერს, რადგან ის ერთი დღე ვერ ვიმყოფინე    …

მთა ჩემთვის ამქვეყნიური სამოთხეა, ყველა(ფერია), ვფიქრობ რომ თუ რაიმე ბედნიერება და ნიჭი მომეცა ამ ცხოვრებაში, მთის სულის შეგრძნება და მისი სილამაზის აღქმაა,  არ ვაჭარბებ, ამ წამსვე დამიგოს მიწამ ლოგინი, თუ ვტყუოდე . აღარ გავაგრძელებ ჩემს მთისადმი გრძნობებზე წერას, რადან შორს წამიყვანს ეს ტრფიალი.

ჰოდა  ორშაბათიდან მიხარია რომ აღდგომას ყაზბეგში გავატარებ და გუშინ წინ, თუ კიდევ იმის წინ, სოფოს(ჩემი მეგობარი)  პრობლემები გამოუჩნდა და მითხრა, რომ ვეღარ მოდის. გამომდინარე იქედან რომ გოგოებიდან მარტო მე და ის მივდიოდით,  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ცუდათ გავხდი, რომ ვეღარ წავიდოდი, განა პრანჭია და ზიზილ-პიპილო გოგო ვარ, ბიჭებთან ერთად რომ ვერ წავიდე, პირიქით უფრო კარგად ვუგებ ბიჭებს. ვერ ვიტან “ქალაჩუნა-ქალოია” გოგოებს და მე თვითონ ვაჟკაცურად ვარ გაზრდილი,  სრულ კომფორტს განვიცდი, მაგრამ ასე მგონია რომ მე ვუქმნი ბიჭებს დისკომფორტს, ჰოდაა ფაქტიურად მეც ვეღარ მივდიოდი.

დღეს დილას ავდექი საშინელ ხასიათზე, დავინახე რომ დედამ ჩანთაში რაღაცები ჩამილაგა “ხვალ-ზეგისთვის”  და ამომილაგე, აღარ მივდივარ თქო(თან გული ჩამიკვდა ამ სიტყვების წარმოთქმისას, ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ბეჩავ თოლებს, მინდა რომ მოვეფერო :საკუთართავზეშეყვარებულისმაილი: )
რატომღაც, მე რომ არ მჩვევია ისე, დილიდან  კომპი არ ჩამირთავს და ფეისბუქზე არ შევსულვარ(ჩემდა სამწუხაროდ)  სადღაც 2 სთ-ზე შევედი და ჰოიი საოცრებაავ! თვალებს ვერ ვუჯერებდი, თამრომ (ფეისბუქზე გავიცანი, ერთ-ერთი ბოდიალა ადამიანი ) მომწერა რომ მეც მოვდივარ ხვალო ^__^

ამ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, ჩემს სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ აქვს, ვიცი რომ თამროს ხვალ ძალიან ჩავეხუტები, ასეთი  განწყობის მონიჭებისთვის ^__^

1 სთ.-ის წინ მწერს ბექა, მგონი მე და დავითაუს (ჰოო არ იცნობთ ვინები არიან, არა უშავს) გარდა მგონი აღარავინ მოდისო, ჰოდა რომ ვუთხარი მე და თამროც მავდიორთ(მოვდივართ) თქო იცით როგორ გაუხარდაა, კი არადა არ იცით :D  აიი ეს არის ბედნიერების და კარგი განწყობის  გადაცემა, ამის გამოც მიხარია, რომ მე სხვა გავახარე ^_^

მერე რა, რომ ჩანთა თავიდან უნდა ჩავალაგო.
მერე რა, რომ ის ჩანთა ძალიან მძიმე იქნება და საკმაოდ ბევრი სიარულიც მომიწევს.
მერე რა, რომ მძიმე ბათინკების ჩაცმა მომიწევს…
საერთოდაც ყველაფერი მერე რა და ჯანდაბას, როდესაც ხვალ მე აქაურობას ვშორდები და ამოვისუნთქავ, მერე მთის ჰაერს შევისუნთქავ და როგორმე ვიმყოფინებ შემდეგ შესუნთქვამდე…

ახლა რომ ვწერ და თან ვუფიქრდები, ალბათ საჭირო იყო ეს ცუდი ხასიათი და გულის დაწყვეტა, რადგან უფრო მეტად გამეგო ამ ბედნიერების ფასი. ადამიანი ხომ მაშინ ხვდება ჭამის ფასს, როდესაც მშიერია, ან კიდევ დასვენების ფასს, როდესაც დაღლილია და ა.შ მეც ასეთი რამ დამემართა.

ის უეჭველი ვიცი, რომ ჩემი სოფიო დამაკლდება, თან ძალიან!  რაღაცნაირად, სხვანაირად მისწორებს და ჯიგარია რა, ჩემიანიაა, მაგრად მისწორებს ლაწირაკ და თავხედ ბალღს <3
სოოფ ლავ იუუ დაო ჩემო :*:*:*:*:* შენ რომ უფრო მეტად ხარ გულდაწყვეტილი ისიც ვიცი და თანაგიგრძნობ <3 მაგრამ გული არ გაიტეხო ბაჩუკი :*

ხო ისე, გერგეტის გარდა მე მოვინახულებ სოფ: სნოს, აჩხოტს და კარკუჩას, კიდევ ალ. ყაზბეგის სახლმუზეუმს . . .

იმედია სიზარმაცე ვერ მაჯობებს და რომ ჩამოვალ, ყველაფერს აქ გადმოვიტან :)

“დიდია წმინდა სამება” ^_^

სულის ამოძახილი

მთაჩი, ცას მგლისფერ შაჰყრია,
დამაღონ, ძრუალ ამინდმა,
გულს მწარე კბილი ჩაასო
საკინძე შახსნილმა ბინდმა.
შამამისია ყვავ-ყორან,
ხარულ რქებ შაურქინაო,
ერთ მზის სხივის არ მაარტყა,
სრუ ღრუბლებ მაუვლინაო..
წამართვა ჯიხვურ სილაღე,
ჩამამალეწის ღამეო.
-ეეგრ რად მიცქერ? რაიღ გინდ?
ტიალო მთვარის ნალეო.
-მთას როსღა მახოლთ ხევსურნო?
ჯავრი ჩამამლევს მალეო,
იქნებ, მემრ გამაიმზევას,
ლოდინით დავიღალეო….

მთის ყოილი

* * *

გავივლი ამ ღელეს,იმ ღელეს
და კლდეებს ყინულის გარსიანს;
შევხვდები ამღელებს,ჭიმღელებს,
ვიმღერებ…ვამღერებ გარსიას.
ბილიკზე გამიყვანს გაბური;
ხანჯლით და სვანური ქუდითა
- შემხვდება ღრუბლებით ნაბური
არხოტი — სვიანი ლუდითა!
ლუდს სვამენ და ეშხში შესული
არხოტი – ინებებს მარულას,
ბედაურს მომართმევს ხევსური
და მთებზე მივქრივარ ქარულად.
მომეცით ხმალი და ხანჯალი,
სატევარს არ ვაქნევ – არ მინდა!
მე მხოლოდ არხოტი მარგუნეთ,
მე სხვაგან სიცოცხლე არ მინდა!!!

/ვალერიან საღლიანი/

ხევსურეთი – „სადაც ოქროსფერი მზის ქაფია“ – III

დილას მე და სოფო ძლივს ავდექით, გავეშურეთ მდინარისკენ, მოვწესრიგდით, შემდეგ ვჭამეთ და  ჩანთების ჩალაგება დავიწყეთ… წინ სოფ: არდოტი გვქონდა სანახავი, რომელიც მუცოდან 4 კმ.-ში მდებარეობს…
აღარ დავაყოვნეთ და არდოტისკენ გავეშურეთ, ძალიან ცხელოდა, მწველი მზე იყო და საშინლად დავიწვი…
აღმოჩნდა რომ მე და სოფომ ყველა ჩამოვიტოვეთ, ყველაზე წინ მივდიოდით… გზაში კი სხვადასხვა მთის ტრადიციებზე გვქონდა საუბარი, განსაკუთრებით სწორფრობისა და წაწლობის ერთმანეთისგან განსხვავებულობაზე… ამ ლაქლაქში   დანიშნულების ადგილას, ისე სწრაფად მივედით რომ დაღლაც ვერ მოვასწარით … გავჩერდით მდინარესთან და ველოდებოდით ჩვენებს.. რატომღაც ძალიან დააგვიანეს, რადგან ზარმაცები და არაფრის მაქნისები არიან, მხოლოდ  პოზიორობა და ფოტოების გადაღება იციან …
სანამ  ველოდებოდით, სოფომ საერთოდ გამაგიჟა.. უცებ ამოიღო ქლიბი და ფრჩხილების მოწესრიგება დაიწყო:D უსაქმურობის გამო, აღარ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა და სასაფლაოებს ვათვალიერებდით :D

ამ ხიდზე კაი ხანს ვიჯექით

დაახლოებით 2 სთ-ში, როგორც იქნა, მოაღწიეს ჩვენებმა..
ავედით  არდოტის ციხე-კოშკების დასათვალიერებლად, აქაც სავალალო მდგომარეობაა, დანგრეულია ყველაფერი….

აქ სოფოს ერთი ბიჭი მოეწონა, რომლის გამოც ტვინი გაგვიბურღა:D ბიჭები გამოელაპარაკნენ კიდეც ;D
მე და ქეთევანი, სიცილს რომ დავაპირებდით, ბაჩი ისეთი სახით გამოგვხედავდა ხოლმე და თან ისეთ შენიშვნებს გვაძლევდა მტრისას!!! ერთმანეთს ვაჩუმებდით:D

ბაჩის გამო განვმარტოვდით რომ გვეცინა, მაგრამ მაინც ვინ გაცალა, ჭიანჭველები რომ დაგვესივნენ, ძლივს მოვიშორეთ :D

საღამოს კი დავბანაკდით, ჩვენი ხედი იყო:

აქ გაიმართა ე.წ – „თოხლაობა ფართი“ ზოგი სნიკერსზე ჩხუბობდა, ზოგმა  ჭამა მაცადეთო და იმ ზოგი „ჭამადაცდილი“-ის საჭმელებში, ზოგმა თავისი ხელები ჩაყო.. თუმცა ეს იყო – ს ა შ ი ნ ე ლ ე ბ ა, რასაც გუჯა ჭამდა, მაგრამ ამ ყველაფერს ცხოვრება და გაჭირვება აჭმევდა :D

ჯგუფი როგორც თავიდან აღვნიშნე ორად გაიყო და ამ ღამეს ბევრმა სასმელ-საჭმელზე გაგვცვალა, მათ შორის მსუქანა ცაბომაც :D
უბრალოდ არ იცოდნენ, რომ სოფოს ცეცხლი კონიაკი ჰქონდა … თორე ასე ადვილად არ გაგვცვლიდნენ :D

ისე საყვარლად დავლიეთ და ისე საყვარლად მივაყოლეთ „ხლებცი“ რომ გარეთ ძილი გადავწყვიტეთ.. გავშალეთ ჩვენი საძილე ტომრები, დავწექით და ბოლო ხმაზე ვმღეროდით,  ოღონდ იმას სიმღერა არ ერქვა, ყმუილს უფრო დავარქმევდი…
ღამე ასეთი მთვარე გვეწვია :

ზოგზოგიერთი კარგად რომ გაძღა( მე მომიტევეთ ამ უხეში სიტყვისთვის, მაგრამ სხვა ვერაფერი დავარქვი), მოგვიცუცქდა და ერთი სიმღერა ათასჯერ გვამღერეს :D
თან თვითონაც აგვყვნენ და გაგვიუარესეს ჟღერადობა ..
არდოტის ჰიტი იყო:

ჩამოსხდებიან დაიდგამენ პატარა ტაბლას.

ჩამორიგდება ყანწები და ვერცხლის  სურები.

ისაუბრებენ უფრო წყნარად, უფრო ხმადაბლა;

უიარაღო და უაბჯრო ბრგე ხევსურები.

შემოივლიან საქართველოს მთა ბარს ერთიანს,

სძულთ გულღრძო კაცი სხვისა ნიღაბს შეფარებული.

ყველა ხევსური მიწიერი მამაღმერთია;

დაბადებიდან სამშობლოზე შეყვარებული!

მოიგონებენ ვისი თავიც არ მოსწყენიათ

ვინც მამაცურად იდგა თავის ქვეყნის კუთხეზე,

მოიგონებენ ვინმე ჯურხას ვინმე ბეწინას

და მერე სიკვდილ შიგ თვალებში შეაფურთხებენ.

ახლა, როდესაც ვწერ ამ ყველაფერს, სახეზე ჩემდაუნებურად ბედნიერების ღიმილი მეკრობა, ბევრად მეტი ემოცია სადგურობს ჩემს გულში, ვიდრე მოგონებები…. ალბათ ამ დღეზე კიდევ დავწერ ოდესმე უკეთესად..

გაგრძელება იქნება …..

 

 

 

 

ხევსურეთს მაინც დავიმკვიდრებ იმ ნანატრ ფუძეს

პაპავ, ის შენი  გიჟმაჟი ცხენი, რომ მაჰკვდა,

მახსონსა, რახელ დაგიღონდა ბეჩავს თოლები,

მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ გასახელებდა,

რამდენჯერ ერთად დაგილახავთ – ვიწრო მოლები.

მიაც შამბრალდა, შენი ლაღი, სწრაფი, ლურჯაი,

შენ უფრო შამბრალდ, შენი გული უფრო მტკიოდა.

ორთავ გაგწირათ, საწუთრომა – ოხერტიალმა,

დაგემჩნა, შენში მარტოობა როგორ ღვიოდა.

შენც რომ მიჰყვებოდ, იმ ქვეყანას უფალთან ახლოს,

ხომ დამიბარე? სულ გახსონდას შენი რჯულიო.

წინაპრებ გყავდის ხევსურეთსა, ნუ დაივიწყებ,

ხშირად მაიგონ, მაგივალის მათი სულიო.

ახლა კი თითქოს უშენობით ბევრი დამაკლდა,

მინდა გავიგო: – “გწყალობდესავ! გუდანის ჯვარი.”

შენი, ამაყი გამოხედვაც, მომენატრა და

მინდა სიჩუმით ჩავწიხლო ეს წყეული ჯავრი.

რამდენი ვალი მომიძღვისავ შენსა წინაშე,

ხევსურეთს მაინც დავიმკვიდრებ იმ ნანატრ ფუძეს.

შენ სულ მეხსომებ,წინაპრებიც, ის ბეჩავ ცხენიც,

თუმც შენი სული, თითქოს ჩემს გულს, საყრდენად უძევს … 

 მთის ყოილი

ხევსურეთი – „სადაც ოქროსფერი მზის ქაფია“ – II

ძლივს დავიღალე, ძლივს დამეძინა და დილის 8-ის ნახევარზე  ჩვენი მსუქანა ლიდერი შემოიჭრა კარავში სასტვენით და დაგვაწიოკა ბეჩავი ბალღები,  გეგონება რამე დავუშავეთო, არადა მე და სოფო საერთოდ ძალიან უწყინარი და ნაზი გოგოები ვართ, ყველაზე ჩუმები :D
მე მაინც არანაირი რეაქცია არ მქონდა, სოფომ: – „oooH, my god ! “

როგორც იქნა ავდექით:D აღმოჩნდა რომ გუჯას ვირთხებში ეძინა, მე და სოფოს ღამე ვიღაცის ხვრინვა გვაწუხებდა ( გადაღებულიც გვაქ), ზოგმა ლაშქრობაა თუ სამხედრო ნაწილიო….
ხელ-პირი დავიბანეთ გაყინული წყლით, მერე სმა-ჭამა გაიმართა და გავეშურეთ სოფელ – მუცოსკენ J ძალიან მძიმე ჩანთები გვქონდა, გზაც საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ჩვენ ამას არ შევუშინებივართ. ღირსეულად, როგორც ნამდვილ, ჭეშმარიტ მოლაშქრეებს შეეფერებათ ისე  გავართვით თავი გზასაც და ჩანთის სიმძიმესაც .

შატილიდან 2-3 კმ-ში მდ. არღუნის მარცხენა ნაპირზე არის  სოფელი – ანატორი.

სოფელში დაახლოებით 17-18 საუკუნეებში გავრცელდა შავი ჭირი და  კარანტინი გამოცხადდა. სოფელში არავის უშვებდნენ და  არავინ გადიოდა,  რათა სხვა სოფლებშიც არ გავრცელებულიყო ეს დაავადება.  მოსახლეობა სიკვდილს აკლდამებში ელოდებოდა, დღემდე შემორჩენილია ეს აკლდამები და მათი ძვლებითაა სავსე…
დღესდღეობით  სამწუხაროდ ნასოფლარია, ბევრი სხვა სოფლის მსგავსად…

აქვეა საზღვარი, ესეც ჩვენი ლომგულა ვოჟები :

ანატორიდან გავაგრძელეთ გზა მხიარულად, განსაკუთრებით მე და ქეთინომ, თუმცა მალე მოვკეტეთ. ჩანთა, მანძილი და შიმშილი რომ შემოგვაწვა :D ყოველ შესახვევში, იმ იმედით ვუხვევდით  რომ თორღვას კოშკი გამოჩნდებოდა, მაგრამ  გზა საკმაოდ გაგვეწელა.

ბოლოს კი, როგორც იქნა, გამოჩნდა :

“დედა ვაცხონე მჭედლისა,
-ზრო ლამაზ გაექლიბაიო;
მემრე მაგისა მსრევლისა!
-ლამაზა მეეზინაო;
ჯაჭვი და სკლატი შვიდ-რიგად
შიგი-შიგ დაეხვრიტაო;
სააზნაურო თორღვაი
ცვილივით დაეჭვრითაო”

გოგოებს წაშლილი სიფათები გვქონდა, ერთი დათო მოდიოდა ჩვენს უკან და იმანაც გაგვასწრო, ჩვენი სიფათების გადაღებას ისევ ჯობდა ფეხებზე გადაგვეღო(თან ქეთევანის სენია, ფეხების გადაღება:D)

ჩვენები მუცოს კოშკებთან ახლოს დაბანაკებულან და უნამუსოდ უჭამიათ, სანამ ჩვენ გზაში ვიყავით..  :D
ჩვენც ამოვიღეთ ჩვენი დიდებული და სამეფო კერძები და გავანადგურეთ დამშეული მგლებივით :D თუმცა ჩვენ ლომები და ვაჟკაცი ქალები ვართ ..
ჭამის შემდგომ მუცოს კოშკების სანახავად ავედით, აქ ადამიანი მიხვდება, რამხელა ტკივილმა დააწერინა ავტორს ლექსი – „მუცოს გოდება“  მიუხედავად იმისა რომ თითქმის სულ მთლად ჩამონგრეულია, მაინც შენარჩუნებული აქვს სილამაზე და ეშხი, თან  ბევრს სოფელზე მეტადაც კი ..   აქაც არის შემორჩენილი აკლდამები..


ცხოვრება აქ შეგიძლია გიხაროდეს… ყოველი ჰაერის შესუნთქვა, ერთი და უფრო მეტი წლის სიცოცხლე იყო … თითქოს სამყაროს მოსწყდი, ფრთები  შეისხი  და ჰაერში დაფრინავ … ყველას მიმართ უფრო თბილად და კეთილი აზრებით ხარ განწყობილი და სიბოროტე გულში არ გიდევს, ბარში  ცხოვრებისგან  განსხვავებით.
ამ დროს ყველაზე ცუდი ისაა რომ ეს ყველაფერი ჩამონგრეულია, გაყუჩებული, ხალხისგან დაცარიელებული …

ეს კი მაღლა, ბოლო კოშკი იყო..

მუცოდან ჩამოვედით და გავეშურეთ ჩვენი ბანაკისკენ ..  თავისთავად დაინთო კოცონი, წყლის ადუღების მოლოდინში ერთი „ანაკომი“ შემომეჭამა, თუმცა რა პრობლემაა, მეორეც ვჭამე :D
მე როგორც პენსიონერი ყველაზე ადრე დავწექი და შატილში უძილობისგან განსხვავებით, ისე ტკბილად ჩამეძინა, რომ ისიც კი ვერ გავიგე ჩვენი მსუქანა და გასიებული ლიდერი როგორ შემოგვეტენა კარავში და  როგორ მიგვჭყლიტა :@

მეორე დღეს ამ ლექსით დავასრულებ. დარწმუნებული ვარ, უმეტესობამ იცის, მაგრამ მაინც :) )))))
მუცოს გოდება

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენი იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო .

ავტ: გელა დაიაური

გაგრძელება იქნების ბალღებო :*

ხევსურეთი – „სადაც ოქროსფერი მზის ქაფია“ – I


ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ხევსურეთში წავსულიყავი, წარმოშობით ხევსური ვარ, მაგრამ   წინაპრების  ბარად ჩამოსახლების გამო, იქ სოფელი არ მაქვს.ყოველ წელს ავდიოდი, თუმცა პირაქეთა ხევსურეთში, (ხევსურეთი ორ ნაწილად იყოფა, პირაქეთა და პირიქითა ხევსურეთად)  ჩემი იქ გატარებული დღეები 2 დღით შემოიფარგლებოდა, რაზეც ძალიან მწყდებოდა გული…  არადა მთა ჩემი სტიქიაა, იქ ვგრძნობ თავს ლაღად, თავისუფლად, იქ ხვდები რომ ამქვეყნიური სამოთხე არსებობს, შეგიძლია ცას ხელით ეხებოდე, სული აიმაღლო, გაისუფთავო  ჭუჭყიანი ფიქრებისგან და მხოლოდ კარგზე იფიქრო…
ერთი ადამიანის საშუალებით მოვხვდი მოლაშქრეთა კლუბ -„იეტი“ _ში და წავედი ყაზბეგში გერგეთობას, გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა ვარ, მაინც გამოვნახე უმეტესობასთან საერთო ენა … არც გამკვირვებია, რადგან ჩემზე ბევრად უფროსებთან  უკეთ ვამყარებ უერთიერთობას..
J
აგვისტოს თვეში დაიგეგმა 5 დღიანი ლაშქრობა, პირიქითა ხევსურეთში.. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო.. (პირველ რიგში, დიდი მადლობა ჯგუფის ლიდერს – დავით ცაბოშვილს)  დაახლოებით მაინც მიხვდებით როგორ მიხაროდა და რას განვიცდიდი, მხოლოდ – დაახლოებით მიხვდებით.  წინა დღეს, სანამ წავიდოდი ჩემი გული ამოვარდნას იყო, მთელი ღამე ვერ ვიძინებდი, დრო კი საშინლად ნელა გადიოდა..  როგორც იქნა გათენდა…

ყველაფერი ასე დაიწყო:

 


 გზაში ძალზედ მხიარული ვიყავი, ზოგს ჩემი გაჩუმება უნდოდა, ზოგი ავიყოლიე და ზოგს კი თავიდანვე ვეჩხუბე, გამოვამჟღავნე ჩემი რქიანობა. მე და სოფომ  სოფელ – ჩინთში მოვიპარეთ ვაშლები და ძალზედ გემრიელად შევექცეოდით, ნამუსი არანაირად არ აგვტოკვია:D
შემდეგ ორწყალთან(ადგილი სადაც ფშავისა და ხევსურეთის არაგვი უერთდება ერთმანეთს) გავჩერდით და ფოტოები გადავიღეთ..

          ეს ფოტო უბრალოდ, იმიტომ რომ 3 ხევსური ვართ, ანტიკვარები და პირდაპირ ჩასაყლაპები:)


ჩვენი შემდეგი გაჩერება იყო უკვე ხევსურეთში, სოფელ – კორშაში, იქ არის პატარა  მუზეუმი, სადაც ხევსურული ნივთები, იარაღი, სამოსი და ბევრი საინტერესო რამ ინახება… მოულოდნელად გაიმართა კონფლიქტი მუზეუმის დირექტორსა და ჩვენ მძღოლს შორის..
ჩვენ მძღოლს უნდოდა  შესვლა და როდესაც გაიგო რომ  2 ლარი იყო შესვლის საფასური, რა ამბავია ქუთაისში ლარად შევდივარო.. :D

მუზეუმში, სოფომ და ქეთევანმა ქათიბების შემოცმა მოინდომეს, მაგრამ არ შეიძლებოდა და ასე დაიკმაყოფილეს სურვილი
:

  კორშიდან გავაგრძელეთ გზა და გავჩერდით დათვისჯვრის უღელტეხილზე…

 

გზად ასეთი სანახაობები იყო:

 

როდესაც შატილში შევაღწიეთ ჩვენი რეაქცია იყო აუღწერელი, ზოგს გამოეღვიძა გაოცებისგან.. „ვააააუუ,“ „ვაიმე რა ლამაზია“ „აუ რა მაგარია“  და ა.შ
ეს იყო ჩემი გულის ამოვარდნის საწყისი, არადა მაინცდამაინც არ მეტყობოდა ბედნიერება …

  შატილის  ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი კოშკები,  ჩემთვის, ხევსური კაცის ბუნების  გამოხატულებაა… პირქუში, გაუტეხელი, ბევრი განსაცდელის მიუხედავად  მაინც ბრგედ და ღირსეულად მდგომი, ამაყად და ლაღად დაჰყურებს ირგვლივ ყველაფერს… 

 

ჩვენ რომ მივედით წვიმდა, ბიჭებმა კარვების გაშლა დაიწყეს.. 
მე, სოფო და დათო კი გამოვეშურეთ კოშკებისკენ, როდესაც დავბრუნდით კაი საყვედურიც მივიღეთ, თუმცა ისეთი საყვარელი ლიდერი გვყავს, რომ აი პირდაპირ ჩასაყლაპი :D

მალე დაბინდდა, კოცონიც აგიზგიზდა, თუმცა მე ხასიათი გამიფუჭდა, ბევრ რამეზე რომ დავფიქრდი  და ჩემთვის ჩუმად ვიყავი. (ზოგის გულიც გავახარე ჩემი დუმილით :D )
სამწუხაროდ
,ჯგუფი ორ ნაწილად დაიყო, რამაც ბოლოს ცუდი შედეგი მოიტანა და შელაპარაკებით დასრულდა.კოცონის აგიზგიზებიდან, რამოდენიმე სთ-ში ასეთი მდგომარეობა იყო :


ზოგი ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდა, ზოგი  საწუთრომ დააღონა, ზოგიც კამათობდა იმაზე რომ ქალი უნდა იყოს “კუხნა”_ში..

მე ადრე დავწექი, თუმცა ბოლოს  ყველაზე მეტს, მე და სოფო ვხმაურობდით.. საერთოდაც ჩვენ გარეთ უნდა დაგვეძინა, კარვების უქონლობის და ჩვენი ვაჟკაცობის გამო, მაგრამ როგორც წეღან აღვნიშნე, ჩვენი უსაყვარლესი ლიდერის წყალობით, რომელმაც თავისი კარავი დაგვითმო, დავწექით კარავში.. კარავში კი ისმოდა: „შენმა სურვილმა დამლია,“ „არხოტო“ და მთის სიმღერები, რომლებსაც მე და სოფო ვასრულებდით და გვერდითა კარვებიდან  ისმოდა: – „გოგოებო, ცოტა ჩუმად!“  „აუ, გაჩერდით რა!“ „დაგვაძინეთ!“
მე და სოფომ მაინც ვერ მოვისვენეთ(ან მე რა მომასვენებს) და ვისაც ფეისბუქზე გყავართ იქ იხილეთ, ჩვენი ე.წ ტუტრუცანობა… 

გაგრძელება იქნება, ეს მხოლოდ პირველი დღე იყო..



***

ჩამოშენთმათეთრდა ღამე, სულჩი მეჩხირების მტრებულ,
ეეგ მაკლავისღა მე შენ თავ დანატრებულს?!
არიქა მამგვარეთ იაბო, ნატერფალ დარჩების სილაზე,
ღამეო ,დაიცა , გიამბობროშკიონ ძილაზე.
ძილა მზის შუქიას მყინვარებზე,
ვაჟებს გულებს უდგამს კაკანეთებს,
ძილა თაოდ არის ბრწყინვალე მზე,
ერთს რომ გაგიღიმებს გაგანათებს.
ძილას თმები აქვის შენფერები,
ღამეო მინდა რომ ჩაგეკონო
ძილაის ეშხით გეფერები
ღამეო უგონო არ გეგონო…
ნუ დამემდურები ,ღამევ ჰოდა
ძილაზე ფიქრები სად გაგიშვებს,
ძილა ისეთია ცხრა გონ გქონდას
ერთის წარბის შახრით გაგაგიჟებს.
ვაჟის მახრა უყვარს წარბებს მშვილდებს,
მასკვლავთა თვალებჩი უსხავის ქაჯები,
თუნდა ცხრა გონ გქონდას ,
თავს ნუ დაიმშვიდებ
ერთხან თვალს შაგყრის და უგონო დასჩები.
ყელ-ყურ ნაკვეთი ,ბროლად-იაგუნდად
შუბის ტყეს იჩრდილავს საკოცებ ღაწვები,
ძილს და მოსვენებას შენთან რაღა უნდა
ერთი თუ როგორმე მის მკლავზე დასწვები.
არ მითხრა ღამეო,,ქვე რა გჭირსა”
ქალებ ქვეყანეზე რამთვენიას…
ძილა სხვა რიგიას,არ გიკვირსა,
უმისოდ გულ ტიალ შამჩენიას.
ძილა ლაჟვარდია დილისაი,
აგე ,აისი ას ვარსკვლავ რო კიაფობს,
მე დრო სად დამჩების ძილისაი,
ძილაზე რამთვენას გიამბობ.
ჩამოშენთმათფერდა ღამე,
სულჩი მეხირების მტრებულ,,
ეეგ მაკლავისღა მე ,
შენ თავ დანატრებულს…

გაბრიელ არაბული